კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: მადრიდის “რეალმა”ლუკა მოდრიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა (ვიდეო)

მოდრიჩი რეალში ერთ წელსაც ითამაშებს

Image source: realmadrid ტვიტერის გვერდი

 

35 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “სამეფო” კლუბის ტვიტერის გვერდზე გავრცელდა.

გამოცდილი ხორვატი ფეხბურთელი “ბლანკოსში“ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ გავაგრძელებ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მაისურის მორგებას” , – დაწერა მოდრიჩმა ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში.

შეგახსნებთ, რომ მოდრიჩი მადრიდულ კლუბში 2012 წლის ზაფხულში ლონდონის “ტოტენჰემიდან” გადმოვიდა.

 

წყარო – Luka Modrić