კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: ხამეს როდრიგესმა “ბაიერნი” დატოვა (ფოტო)

კოლუმბიელი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი მიუნხენის “ბაიერნს” დაემშვიდობა.

ეს ინფორმაცია “ბაიერნის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

როდრიგესი “რეალიდან” “ბაიერნში2017 წლის ზაფხულს იჯარის წესით გადავიდა და მისი კონტრაქტი 2018/19 სეზონის ბოლოს ამოიწურა.

როგორც ჩანს, გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერის შეძენის ოფციით არ ისარგებლა და ხამეს როდრიგესი არ დაიტოვა.

ხამესმა “ბაიერნში” 67 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო და გერმანიის თასს დაეუფლა.

 

 

წყარო: “ბაიერნის” ოფიციალური ტვიტერი.

 

მარადონა “მანჩესტერ იუნაიტედში”? არგენტინელმა განცხადება გააკეთა