კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოცდილ შვედ თავდამსხმელთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

35 წლის სკანდინავიელი მანკუნიანელთა რიგებში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი „წითელ ეშმაკებს“ 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

ამ მონენტში ზლატანი მუხლის მძიმე დაზნიანების მოშუშებას აგრძელებს. სავარაუდოდ ის მეოდანს ივნისში დაუბრუნდება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით ჩატარებულ 46 დაპირისპირებაში 28 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.