კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის მეორე ფრანგი მეტოქე დაამარცხა (ვიდეო)

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, სადაც პირველ ნომრადაა განთესილი წარმატებული სტარტი აიღო და საწყისი შეხვედრა მასპინძელ ტრისტან ლამასინს 2 სეტში მოუგო.

რამოდენიმე წუთის წინ კი ნიკოლოზმა ტურნირის 1/4 ფინალში ვილფრიდ ცონგა 2 სეტში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრა 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა ფრანგი მეტოქე (6:4, 6:4) ანგარიშით დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კანადელ ფელიქს ალიასიმ ოგესა და ამერიკელ სტივ ჯონსონს შორის გამარჯვებული იქნება.

გოგა ბითაძე აშშ-ში NBA-ს დრაფტისთვის ემზადება (ვიდეო)