კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნაცუ ბაშო: ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე მარცხი (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე მეისეი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 8 მოგება – 4 წაგება.

ქართველი სეკივაკე მეისეითან ბრძოლაში იორიკირით დამარცხდა.

მე-12 საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 9 მოგება და 3 წაგება.

ხვალ, ქართველი სეკივაკეს მეტოქე მე-8 მაეგაშირა ასანოიამა იქნება, ხოლო მისი მოგება-წაგების ბალანსი ჯერ ასე გამოიყურება – 10 მოგება და 2 წაგება.

ნაცუ ბაშო: ტოჩინოშინის დასანანი მე-2 მარცხი (ვიდეო)