კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნაცუ ბაშო: გაგამარუს მე-12 წარუმატებელი დღე (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ჯურიოს დივიზიონში გაგამარუს მეტოქე ტოიონოშიმა იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 8 მოგება –4 წაგება.

ქართველი ჯურიო ტოიონოშიმასთან ბრძოლაში იორიკირით დამარცხდა.

მე-12 საშეჯიბრო დღის შემდეგ გაგამარუს მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 7 მოგება და 5 წაგება.

ხვალ, ქართველი ჯურიოს მეტოქე მე-12 ჯურიო ტობიზარუ იქნება, ხოლო მისი მოგება-წაგების ბალანსი ჯერ ასე გამოიყურება – 8 მოგება და 4 წაგება.

ნაცუ ბაშო: გაგამარუ უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა (ვიდეო)