კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მოსკოვის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში გადავადდა

ძალოსნობაში მოსკოვის ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადავადდა

 

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძალოსნობაში მოსკოვის ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადავადდა.

თავდაპირველი გრაფიკით, ევროპის ჩემპიონატი აპრილში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის მასშტაბების ზრდის გამო, კონტინენტის პირველობამ 31 ოქტომბრისთვის გადაიწია.

აღვნიშნოთ, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლამდე გადავადდა EWF-ის საპრეზიდენტო არჩევნებიც.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

წინასასეზონო მზადება ესპანეთის ლიგა ენდესასისთვის: ბურჯანაძე შერმადინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (ვიდეო)