კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მიუნხენის “ბაიერნმა” ევროპის სუპერთასი მეორედ მოიპოვა (ვიდეო)

ბაიერნმა ევროპის სუპერთასი მოიგო

Image source: Uefa.com

 

ევროპის სუპერთასზე მიუნხენის „ბაიერნი“ „სევილიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ესპანელებისთვის კარგად დაიწყო და ანგარიში მალევე გაიხსნა.

მე-13 წუთზე ლუკას ოკამპოსმა პენალტი ზუსტად დაარტყა და სევილიელები დააწინაურა. „ბაიერნმა“ პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. კარგი კომბინაცია გოლით ლეონ გორეცკამ დაასრულა და წონასწორობა აღადგინა.

ძირითად დროში გოლი აღარ გასულა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც „ბაიერნმა“ გამარჯვების გოლი გაიტანა. თავი 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა გამოჩინა და გერმანულმა გიგანტმა მოიგო.

„ბაიერნმა“ ევროპის სუპერთასის მოგება ისტორიაში მეორედ მოახერხა.

„ბაიერნი“ – „სევილია“ 2:1 (დამატებითი დრო)

გოლები: 0:1 ოკამპოსი (13, პენ), 1:1 გორეცკა (34), 2:1 ხავი მარტინესი (104)

 

 

წყარო – Uefa

 

გიორგი ქვილითაიამ ევროპის ლიგაზე გაიტანა, თორნიკე ოქრიაშვილი გააძევეს (ვიდეო)