კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “მანჩესტერ სიტი”. მატჩის ანონსი და გუნდების სავარაუდო შემადგენლობები (ფოტო)

ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედიოლდ ტრაფორდზემანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს.

შეხვედრა თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მანჩესტერული დერბი “სიტისთვის” უმნიშვნელოვანესი და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მატჩია. ამ შეხვედრის მოგებით პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონის ტიტულს მაქსიმალურად მიუახლოვდება, ხოლო ქულების დაკარგვის შემთხვევასი “ლივერპულის” ჩამოშორება ძალიან რთული იქნება.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ასევე “იუნაიტედისთვის“, რომელმაც წინა ტურში “ევერტონთან” (0:4) სამარცხვინოდ წააგო და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის ქულების აღება მაქსიმალურად სჭირდება.

მოახლოებული შეხვედრა გახდება რიგით 160-ე მანჩესტერული დერბი. აქედან “იუნაიტედს62 მოგება აქვს, “სიტის” კი – 46.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

 

Sport.ch-მა ლევან ხარაბაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის “ტოპ ტრანსფერებში” შეიყვანა