კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მაკფადენის 120 ქულა 2 ტურში და MVP-ს ტიტული

მაკფადენი

საქართველოს ნაკრების ამერიკელი კალათბურთელი ტედ მაკფადენი ჩინეთში საოცარ შედეგიანობას აჩვენებს.

56 ქულის მითვლისა და კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარების შემდეგ მაკფადენმა გასულ 2 ტურში ჯამში 120 ქულა ჩააგდო და ისევ MVP-ის ტიტული დაიმსახურა.

პარასკევს მაკფადენის “ჩონქკინგმა” “ბეიჯინი” ისტუმრა და (149:121) ანგარიშით დაამარცხა. ტედმა 61 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა.

კვირას კი, მაკფადენმა 59 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა.

ტედის გუნდს 8 მოგების წილ 15 მარცხი აქვს და 15-გუნდიან NBL-ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება.

 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 21-ე ადგილი დაიკავა