კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლუკა მაისურაძე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონია

მაისურაძის ოქრო

Image source: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

 

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ერთმანეთის მიყოლებით აჯობა აქსელ ოსკარსონს, დარკო ბრასნიოვიჩს, ტონი მილეტიჩს, ალექსიეს ზარუდნევსსა და ფინალში რუსი ეკუბზონ ბაზიროვი დაამარცხა. 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ონისე სანებძლიემ მოიპოვა.

შეგახსენებთ, დღეს ოქროს მედალი 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვიმა მოიგო, ხოლო ბრინჯაოს ვლადიმერ ახალკაცი დაეუფლა. გუშინ ქართველთა მონაგარი 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო იყო.

 

წყარო – Ijf.org

 

ტატო გრიგალაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გახდა