კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხეჩიკაშვილი: “ყველაზე მთავარია ევროტურნირის ჯგუფში ვითამაშოთ”

Image source: FC Saburtalo

 

თბილისის „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარწმუნებულია, რომ გია ცეცაძე მის გუნდში წარმატებით იმუშავებს.

„სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან. ძალიან გემოვნებიანი სპეციალისტია, ქართველ გულშემატკივარს რომ უყვარს, ისეთი ფეხბურთის მქადაგებელია. მთავარია, რომ შეუძლია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა და თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებს ნერგავს საქართველოში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ „საბურთალოში“ მისი მუშაობა ნაყოფიერი იქნება.

ყველაზე მთავარი – ჩვენი საფიქრალია, რომ ამ სამ წელიწადში წარმატებით ვითამაშოთ და რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში ვითამაშოთ. ესაა პირველი ეტაპი და შემდეგ მომდევნო ეტაპი დაიწყება და ვეცდებით, რომ გულშემატკივრები გავახაროთ, რადგან მათთან გარკვეულწილად თავს მოვალედ ვგრძნობთ“ – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „საბურთალოში“ გია ცეცაძე ოფიციალურად დღეს წარადგინეს.

 

გია ცეცაძე: “მოლაპარაკებები გვაქვს ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებთან, ვცდილობთ გაძლიერებას”