კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქეცბაია: “ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: goal.philenews.com

 

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „აპოლონთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, განსაკუთრებით პირველი გაშვებული გოლის გამო წუხს.

„თამაში კარგად არ დაგვიწყია, გოლი ადვილად გავუშვით და შემდეგ მეტოქე 10 ფეხბურთელით დარჩა. ყველანაირად ვცდილობდით მოგებას, მაგრამ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ. მეორე ტაიმში 20 წუთი ფეხბურთის თამაში საერთოდ არ ყოილა. პირველი გოლის მომენტში სამი მცველი გვყავდა, მაგრამ მოწინააღმდეგე მაინც მარტო დავტოვეთ. ახლა თითოეული ქულა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, რადგან როცა ვერ იგებ, სხვა იმარჯვებს, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ“ – განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენენთ, რომ „ანორთოსისი“ 52 ქულით კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

წყარო – Larnaka Sports

 

კვიპროსის ჩემპიონატში გოლები ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ გაიტანეს (ვიდეო)