კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კასილასის გადაბირება “ნაპოლის” შესთავაზეს

იკერ კასილასი

“პორტუს” მეკარე იკერ კასილასის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის მომსახურება “ნაპოლის” შესთავაზეს.

ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

იტალიურ კლუბს კასილასის აგენტის წინადადებაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.

Football Italia-ს ცნობით, “ნაპოლი” პეპე რეინას მდგომარეობას განიხილავს, რომელსაც აგვისტოში 35 წელი შეუსრულდება, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისმა გუნდმა კიდევ უფრო ასაკოვანი კასილასი დაიმატოს.

ესპანელი გოლკიპერის კონტრაქტი პორტუგალიურ კლუბთან ამ თვის დასასრულს ამოიწურება.

ამ სეზონში “პორტუს” შემადგენლობაში იკერმა 43 შეხვედრა ჩაატარა, რომლისგან 23-ში კარი აუღებლად დაიცვა.