კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი მიქაუტაძე: “ყველას მოგესალმებით, სამწუხაროდ ცუდი ამბავი მაქვს ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის…”

გიორგი მიქაუტაძის პოსტი ინსტაგრამზე

Image source: gff.ge

 

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1-გოლიანი სხვაობიტ დამარცხდა – 1:2. ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ბელგიური “სერენის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ასევე ვერ ითამაშებს 31 მარტს, საბერძნეთის ნაკრებთან გასვლით მატჩში.

მიქაუტაძე ინსტაგრამის მეშვეობით გამოეხმაურა ტრავმას:

“ყველას მოგესალმებით, სამწუხაროდ ცუდი ამბავი მაქვს ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის…

ჩემი გეგმები შვედედთან თამაშის დროს მიღებული ტრამვის გამო შეიცვალა, რის გამოც იძულებული ვარ აპრილის თვის მატჩები შევწყვიტო.

თუმცა, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, ჩემი დებიუტით საქართველოს ნაკრებში!

მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მთელ ჩემს გუნდს და ფედერაციას…

მაგრამ ეს არ დასრულებულა… კიდევ ბევრი ლამაზი სანახაობა გველის ერთად ასე რომ მომავალ შეხვედრამდე” , – წერს მიქაუტაძე

აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო თამაში 31 მარტს სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ აქვს.

 

 

წყარო – georgesmkd