კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კი ბრინჯაო აიღო.

პარიზში მიმდინარე ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა.

ქართველმა  სპორტსმენმა  დაძაბულ ბრძოლაში  10:80 დაამარცხა თურქი  ტაჰა აკგული  და კარიერის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან ტიტულს დაეუფლა.

საქართველოს  ნაკრების  კაპიტანმა ვლადიმერ  ხინჩეგაშვილმა  ჩემპიონატზე  ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა.

ხინჩეგაშვილი  წელს  პირველად  ასპარეზობდა  ახალ  წონით  კატეგორიაში  (61).

გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს  ნაკრების  კაპიტანმა ბრინჯაოს  მედლისთვის  ბრძოლა თურქ  ჩინგიზხან ერდოღანს  მოუგო.