კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დანი ალვეშმა შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს

დანი-ალვესი

“იუვენტუსის” ბრაზილიალმა მცველმა დანი ალვეშმა შესაძლოა გუნდი დატოვოს.

ამ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
ალვეში “ბიანკონერის” დატოვებას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ  ტურინული კლუბი მის კონტრაქტს 2019 წლამდე არ გაახანგრძლივებს.
ალვეშის ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ამოიწურება.

სპორტსმენის გადაბირებას “ჩელსი” და ჩინური კლუბები ცდილობენ, თუმცა გამოცდილი ფეხბურთელის დამატების მთავარი პრეტენდენტი “მანჩესტერ სიტია”, რომლის მთავგარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ალვეშთან ერთად “ბარსელონაში” მუშაობდა.

2016/17 წლების სეზონში ალვეშმა “იუვენტუსის” მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.