კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩელსიმ” სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და წაგებას გადაურჩა (ვიდეო)

ჩელსი წაგებას გადაურჩა

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურში ლონდონის „ჩელსი“ „ვესტ ბრომვიჩს“ დაუპირისპირდა და მაყურებელმა 6 გოლი იხილა.

თამაში ფრენკ ლამპარდის გუნდისთვის კატასტროფულად დაიწყო და 27-ე წუთზე „ჩელსი“ 0:3 მარცხდებოდა. თუმცა ამის მიუხედავად ლონდონელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ქულა მაინც მოიპოვეს.

მეორე ტაიმში მეისონ მოუნთიმ, ჰადსონ-ოდოიმ და ტამი აბრაჰამმა სამბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს. „ჩელსიმ“ ზედიზედ მეორე წაგებისგან თავი დაიხსნა და ერთი ქულა მოიპოვა.

ფრენკ ლამპარდის გუნდს 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სეზონის სტარტი არც ისე კარგი გამოუვიდა.

„ვესტ ბრომვიჩი“ – „ჩელსი“ 3:3

გოლები: 1:0 რობინსონი (4), 2:0 რობინსონი (25), 3:0 ბარტლი (27), 3:1 მოუნთი (55), 3:2 ჰადსონ-ოდოი (70), 3:3 აბრაჰამი (90)

 

 

 

წყარო – Premierleague

 

სპანდერაშვილი: “ფავორიტები ვართ, მაგრამ ადვილი თამაში არ იქნება”