კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ბათუმში ახალი საფეხბურთო კლუბი ჩამოყალიბდა

ჯაბა ჭანტურიამ ახალ საფებურთო კლუბი ჩამოაყალიბა

Image source: Jaba Tchanturia ფეისბუკ გვერდი

 

ბათუმში ახალი საფეხბურთო კლუბი „პორტუს ბათუმი“ ჩამოყალიბდა. აღნიშნულის შესახებ პირველ არხთან საფეხბურთო სკოლის დამფუძნებელმა, ჯაბა ჭანტურიამ განაცხადა.

ჭანტურია ასევე აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციისა და ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდის პრეზიდენტია.

“პორტუს ბათუმის“ ერთ-ერთი მიმართულება ბავშვთა მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებსა და ფესტივალებში მონაწილეობა იქნება. სამომავლოდ კლუბის ბაზაზე ქვიშის ფეხბურთის და ფუტსალის გუნდების შექმნა იგეგმება.

საქართველოში გავხდი გერმანული კომპანიის, „მასტერ კლასს პერფორმანცეს“ წარმომადგენელი, რომელიც საფეხბურთო ტექნოლოგიებს ჰყიდის. ეს მოხდა 5 თვის წინ და ტექნოლოგიების გაცნობამ გადამაწყვეტინა საფეხბურთო სკოლის დაფუძნება, სადაც თაობებს სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით გავზრდით. ეს საქართველოსთვის სიახლე იქნება და მჯერა, ჩვენს სკოლაში გაზრდილ ბავშვებს დიდი მომავალი ექნებათ.

ახალი სკოლა ახლებურ მეთოდოლოგიას დანერგავს. საფეხბურთო სკოლა განსხვავებული იქნება იმით, რომ გვეყოლება მცირე ჯგუფები და ვარჯიშზე 3-4 ლიცენზირებული მწვრთნელი იმუშავებს. ასევე აქტიურად იქნება გამოყენებული სხვადასხვა სხვადასხვა საფეხბურთო ტექნოლოგიები ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური ანალიზის კონტროლისთვის. საწყის ეტაპზე, ჩვენი გუნდები ბათუმში არსებულ ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ივარჯიშებენ, სამომავლოდ კი გეგმაში მოედნების მოწყობა გვაქვს“, – ამბობს ჯაბა ჭანტურია.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

ჯაბა კანკავა ყაზახეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა (ფოტო)