კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ბასილაშვილი Antalya Open-ის ძირითად ბადეში იასპარეზებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს საუკეთესო ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი Antalya Open-ის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კვიპროსელი მარკუს ბაგდატისი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს. დაგეგმილი მატჩი ამ ორ ჩოგბურთელს შორის პირველი იქნება. ბაგდატისის დამარცხების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე ნიკოლოზი ბერლოკი-ტროიცკის დულეში გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილსა და ბაგდატისს შორის მატჩი 16:30 საათზეა დაგეგმილი.