კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ავსტრიული მედია: “მალე ოთარ კიტეიშვილის ავსტრიაში შენარჩუნება შეუძლებელი იქნება”

Image source: SK Sturm Graz

 

გავლენიანმა ავსტრიულმა გამოცემამ, Laola1.at ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული ბუნდესლიგის ტოპ-3 ფეხბურთელებს შორის დაასახელა.

“ოთარ კიტეიშვილი არის ის ნომინანტი, რომელსაც ამ სიაში ვასახელებთ და რომლისაც გვჯერა. იმედი გვაქვს, რომ ის “შტურმს” ბევრ ქულას მოუტანს. 23 წლის ქართველმა ადაპტაციის პროცესი და მძიმე ფიზიკური მომზადება გაიარა. ახლა ის კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თუ ის ზაფხულამდე ასე თამაშს გააგრძელებს, ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი წინ და ძნელი იქნება მისი შენარჩუნება ავსტრიის ბუნდესლიგაში”. – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

ოთარ კიტეიშვილმა 2019/20 წლების სეზონში “შტურმის” შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

წყარო – Laola1.at

ელ კლასიკოზე საქართველოს დროშა გამოჩნდა (ფოტო)