კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ატალანტას” მწვრთნელმა “ფიორენტინას” ქომაგებს აგინა: “ბ***ს შვილები თქვენ ხართ”

Image source: Fotmob

 

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარ მწვრთნელ ჯამპიერო გასპერინის „ფიორენტინას“ გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და თამაშის დროს ბ***ს შვილს უძახდნენ.

გასპერინი ამაზე ძალიან გაბრაზდა და თამაშის შემდეგ მათ თავად უწოდა იგივე:

„შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, მაგრამ ეს ზედმეტია. ბ***ს შვილები თავად არიან. დედაჩემი თავისუფალი სიტყვისთვის იბრძოდა და ახლა ისინი ბ***ს შვილს მიწოდებენ. ფეხბურთში მეტოქის მტრობა დასაშვებია, მასზე შეტევაც, მაგრამ ეს ნამდვილად უხეშობა და გადაჭრაბებულია, მძიმე შეურაცხყოფაა“ – თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინამ“ „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

 

წყარო – Goal.com

 

ექსკლუზივი – ცხოვრებაძე: “უაზრო შეცდომები დავუშვით, საუკეთესოს ტიტულს გამარჯვებაზე გავცვლიდი”