კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

12 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც უკრაინის პრემიერ-ლიგაში თამაშობდნენ და ახლაც თამაშობენ (ფოტო)

უკრაინის დამოუკიდებლობის 27 წლის განმავლობაში, უკრაინულ ყველა ლიგაში 1121-ზე მეტი ლეგიონერი დარეგისტრირდა, მათი უმრავლესობა: ბრაზილიელები, რუსები და ქართველები არიან.

მცირე მოსახლეობის მიუხედავად (3,7 მილიონი ადამიანი), საქართველო დიდ ფეხბურთს მუდამ კარგ და ნიჭიერ ფეხბურთელებს აძლევდა. მათ არ უთამაშიათ “ბარსელონასა” და “რეალში“, მაგრამ კარგი თამაშით აძლიერებდნენ საშუალო დონის კლუბების თამაშს.

12. დავით ხოჭოლოვა – მცველი (ქობულეთის “შუქურადან” ოდესას “ჩორნომორეცში” 2015 წელს, “ჩორნომორეციდანაც” გადავიდა დონეცკის “შახტარში 2017 წლის 1 ივლისიდან თამაშობს, 83 თამაში უპლ-ში)

11. მურთაზ დაუშვილი – საყრდენი ნახევარმცველი (2012 წლის იანვარს “ზესტაფონიდან” “ლვოვში” გადავიდა, 1 თვის შემდეგ კი “კარპატებში” და კლუბის ღირსება დაიცვა 2016 წლის მაისამდე, 67 თამაში უპლ-ში)

10. თორნიკე ოქრიაშვილი – შემტევი ნახევარმცველი (2011 წლის იანვარს “გაგრადან” დონეცკის “შახტარში” გადავიდა, შემდეგ იჯარის წესით “ილიჩივეცში” და “ჩორნომორეცში” ითამაშა და 2014 წლის ივლისში დატოვა უკრაინა, 145 თამაში უპლ-ში)

9. დავით თარგამაძე – მარჯვენა ნახევარმცველი (2012 წლის იანვარსოლექსანდრიიდან” დონეცკის “შახტარში” გადავიდა და 2017 წლის იანვრამდე უკრაინაში ითამაშა)

8. ალექსანდრე კობახიძე – მარჯვენა ნახევარმცველი (2008 წელს იანვარს თბილისის “დინამოდან” “დნიპროში” გადავიდა, მომდევნო კლუბები –  “კრივბასი”, კიევის “არსენალი”, “ვოლინ ლუცკი”, ამჟამად “ვორსკლას” ღირსებას იცავს)

7. ანდრო გიორგაძე – ცენტრალური მცველი (2017 წლის ივლისს მარტვილის “მერანიდან” “ვორსკლაში” გადავიდა, დღემდე გუნდის ღირსებას იცავს)

6. ლევან არველაძე – ნახევარმცველი (2017 წლის იანვარს “ნაფტოვიკიდან” “დესნაში” გადავიდა, 2018 წლის ივლისს კი ლუგანსკისზარიაში” გადმოვიდა, სადაც დღემდე თამაშობს)

5. ზაური მახარაძე – მეკარე (ოდესას რეგიონში დაბადებული წარმოშობით ქართველი მეკარე, რომელმაც შარშან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, 2018 წლის ივლისს დონეცკის “ოლიმპიკიდან” ლუგანსკის “ზარიაში” გადავიდა)

4. ვასილ გიგიაძე – შემტევი ნახევარმცველი (2000 წლის ივლისს თბილისის “დინამოდან” “ტავრიაში” გადავიდა, მომდევნო კლუბები –  “კრივბასი”, “ნაფტოვიკი”, “ტავრიაში” კი 2012 წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა)

3. გიორგი დემეტრაძე – თავდამსხმელი (1999 წლის ივლისში რუსულ კლუბ “ალანიიდან”  კიევის “დინამოში” გადავიდა, მომდევნო უკრაინული კლუბები – დონეცკის “მეტალურგი”,  კიევის “არსენალი”, ხოლო 2010 წელს “ცხინვალში” საფეხბურთო კარიერა დაასრულა),

2. ჯაბა კანკავა – ნახევარმცველი (2006 წლის იანვარს ვლადიკავკაზის “სპარტაკიდან” კიევის “არსენალში” გადავიდა, მომდევნო უკრაინული კლუბები – “დნიპრო”, “კრივბასი”, ამჟამად ყაზახურ “ტობოლში” თამაშობს)

1. კახა კალაძე – მცველი (1998 წლის იანვარს თბილისის “დინამოდან” კიევის “დინამოში” გადავიდა, შემდეგ “მილანში“, მილანური კლუბიდანაც “ჯენოაში“, სადაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა)

ცნობილია თუ რა ნომრის მაისურით ვაკო გვილია ახალ კლუბში იასპარეზებს (ფოტო)