კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველი ლეგიონერების მეტოქეები ევროსარბიელის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე

დღეს ჩემპიონთა და ევროპის ლიგების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად ქართული გუნდების მეტოქებიც გაირკვა, რომლის შესახებ უკვე დავწერეთ.

გარდა ამისა, ხსენებულ ეტაპზე იასპარეზებენ ქართველი ლეგიონერების გუნდებიც. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა დვალის „ფერენცვაროში“, ხოლო ევროპის ლიგაზე ვაკო გვილიას „ლეგია“ და ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას „ტობოლი“ მიიღებს მონაწილეობას.

ხსენებული გუნდებისთვის წილისყრა შემდეგნაირად დასრულდა:

„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)

„სანტ ჯულია“ (ანდორა)/“ევროპა“ (გიბრალტარი) – „ლეგია“ (პოლონეთი)

„იუნესი“ (ლუქსემბურგი) – „ტობოლი“ (ყაზახეთი)

 

ფოტო – უეფას ვებგვერდი

 

ლეგენდარული მიშელ პლატინი დააპატიმრეს