კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“სიტის” ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის ბოლო შეხვედრა მანჩესტერში, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლესტერ სიტის“ შორის გაიმართა. ამ მატჩზე ყველაფერი იყო დამოკიდებული – საჩემპიონო რბოლა.

„სიტი“ თუ ვერ მოიგებდა, სეზონის დასრულებამდე ერთადერთი ტურით ადრე „ლივერპული“ ლიდერის რანგში დარჩებოდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, პეპ გვარდიოლას გუნდი ისევ შეინარჩუნებდა 1 ქულიან უპირატესობას და ბოლო ტურში მხოლოდ საკუთარ თავზე იქნებოდა დამოკიდებული.

„სიტი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ „ლესტერმა“ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია ჩემპიონობის მაძიებელ ძლიერ მეტოქეს. 70-ე წუთამდე ყველაფერი „ლივერპულისთვის“ სასიკეთოდ მიდიოდა, მაგრამ ვეტერანმა, კაპიტანმა, ვინსენ კომპანიმ „ქალაქელები“ სატურნირო ცხრილის სათავეში დატოვა ბოლო ტურის წინ.

„სიტიმ“ მოიგო და „ლივერპულს“ ისევ 1 ქულით უსწრებს და ყველაფერი დასკვნით, 38-ე ტურში გაირკვევა.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლესტერი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კომპანი (70)

“მილანის” მნიშვნელოვანი გამარჯვება (ვიდეო)