კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ალვარო მორატა მადრიდულ კლუბში გააგრძელებს კარიერას (ვიდეო)

მადრიდის “ატლეტიკომ” ცენტრალური თავდამსხმელი, ალვარო მორატა იჯარის წესით დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდული კლუბის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

26 წლის ესპანელი თავდამსხმელი “ჩელსიმ” მადრიდულ კლუბში 1,5-წლიანი იჯარის წესით გაუშვა. “ატლეტიკომ” ალვაროს იჯარაში 7,5 მილიონი ევრო გადაიხადა, ასევე ფორვარდის გამოსყიდვა შეეძლებათ, სანაცვლოდ კი 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ მადრიდელებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში მორატა “ჩელსიში” “სამეფო” კლუბიდან 66 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ალვარომ ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 48 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი შაშიაშვილმა “რუსთავი” დატოვა