კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მოურინიო: “მანჩესტერში” ჩემი ერთადერთი პრობლემა პოგბა არ ყოფილა”

ჟოზე მოურინიოს განცხადებით, „მანჩესტერში“ ბევრი პრობლემა ჰქონდა და ეს მხოლოდ პოლ პოგბა არ იყო. პორტუგალიელი სპეციალისტი ამის შესახებ ფრანგულ „ეკიპს“ ესაუბრა.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ პრობლემები იყო და მათ შორის ფეხბურთელებთან, გუნდის ორგანიზაციის კუთხით, ამბიციით. თუ პოგბაზე ვისაუბრებთ, ის არ ყოფილა ჩემი ერთადერთი პრობლემა „მანჩესტერში“ – თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერი“ გასული წლის დეკემბერში დატოვა. თუმცა, „წითელმა ეშმაკებმა“ ვითარება ვერ გამოასწორეს და პრემიერლიგაში სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან გამოეთიშეს.

 

“რეალმა” სერბი ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა