კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მბაპე “რეალში” გადასვლის საკითხს გამოეხმაურა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადასვლის საკითხს გამოეხმაურა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, პარიზიდან წასვლას დამდეგ ზაფხულს არ გეგმავს.

„კარგია, რომ „რეალს“ ზიდანი დაუბრუნდა, თუმცა ამ გუნდს, როგორც ქომაგი ისევ ვაკვირდები. პსჟ-დან წასვლას არ ვაპირებ, ამ გუნდის პროექტი ძალიან მომწონს“, – აღნიშნა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 30 გოლი აქვს გატანილი და „ოქროს ბუცის“ მოსაგებად იბრძვის.

წყარო – Goal.com

ოფიციალურად: “რუსთავს” ახალი მწვრთნელი ჰყავს