კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მანჩესტერული დერბი “სიტიმ” მოიგო და გალიდერდა

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის გამორჩეული მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა. მანჩესტერული დერბი „იუნაიტედსა“ და „სიტის“ შორის ორივე გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

„სიტი“ ჩემპიონობისთვის გამალებით იბრძვის, ხოლო „მანჩესტერს“ თავისი მიზანი აქვს – ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.

თუმცა, პეპ გვარდიოლას გუნდი მიმდინარე სეზონში გაცილებით კარგად თამაშობს და ეს ამ შეხვედრაშიც დადასტურდა. უგოლო ტაიმის შემდეგ „ქალაქელებმა“ მეორე ნახევარში საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და გამარჯვებაც მოიპოვეს – 2:0. ბერნარდო სილვამ 54-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო საბოლოო შედეგი ლეროი სანემ დააფიქსირა.

„სიტიმ“ 89 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „ლივერპულს“ ერთადერთი ქულით უსწრებს. ხოლი „იუნაიტედი“ 64 ქულით მეექვსეა, მაგრამ ოთხეულში მყოფ „ჩელსის“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

შენგელიას 9 ქულამ “ბასკონია” მარცხისგან ვერ იხსნა