კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლუკას პაკეტას მკაცრი განაჩენი გამოუტანეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „მილანის“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა მკაცრად დასაჯა. სერია A-ს 35-ე ტურში „ბოლონიასთან“ მოგებულ მატჩში პაკეტა მთავარ მსაჯს ხელით შეეხო და ეს ჟესტი ძვირად დაუჯდა.

როგორც ოფიციალურად დადასტურდა, პაკეტა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, რადგან „როსონერის“ სეზონის ბოლომდე სწორედ სამი თამაში დარჩა გასამართი.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ლუკას პაკეტა მიმდინარე წლის ზამთარში დაიმატა და ბრაზილიელმა 14 შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.

პრემიერლიგაში აპრილის საუკეთესოები გამოავლინეს