კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსი” შესაძლოა გვარდიოლამ ჩაიბაროს

იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია და შესაძლოა სულ მალე პეპ გვარდიოლამ ჩაიბაროს. ესპანური მედიის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი მილანში იმყოფება, სადაც ტურინელთა წარმომადგენელ ფაბიო პარატიჩის შეხვდა.

საუბრის თემა არ გამოვლენილა, მაგრამ რთული მისახვედრი არაა, რომ საუბრის თემა „იუვენტუსში“ მუშაობა იქნებოდა.

გვარდიოლას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „იუვენტუსმა“ კი რამდენიმე დღის წინ მასიმილიანო ალეგრი დაითხოვა. გვარდიოლას გარდა, ტურინელები მაურიციო სარის, ჟოზე მოურინიოს, სიმონე ინძაგისა და მაურისიო პოჩეტინოს ვარიანტებსაც განიხილავენ.

 

“გოლდენ სტეიტი” NBA-ს სუპერფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს