კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა (ვიდეო)

მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ს 36-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში ვერონას „კიევოს“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა.

„ნერაძურიმ“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა მეტოქე. პირველ ტაიმში ანგარიში მატეო პოლიტანომ გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს ივან პერიშიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ინტერმა“ ამ გამარჯვებით 66 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაბრუნდა. დარჩენილ ორ ტურში მილანურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის გასაფორმებლად 3 ქულაც ეყოფა.

„ინტერი“ – „კიევო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 2:0 პერიშიჩი (86)

აზარის “რეალში” გადასვლა გადაწყვეტილია