კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გვარდიოლა “სიტიში” რჩება და “იუვენტუსში” არ გადავა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ პეპ გვარდიოლას გუნდიდან წასვლისა და ტურინის „იუვენტუსთან“ შეთანხმების ინფორმაცია უარყო. როგორც გუნდის ადვოკატმა ალბერტო გალასიმ თქვა, ეს ცნობა უბრალოდ ტყულია.

პეპი ჩვენი მწვრთნელია და ჩვენთან რჩება. ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა უსაფუძვლო და ტყულია. მე ვესაუბრე პაველ ნედვედს და ბევრი ვიცინეთ. ვწუხვარ „იუვენტუსის“ გულშემატკივრების გამო, მაგრამ სხვა მწვრთნელის მოძებნა მოუწევთ“, – აღნიშნა გალასიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიურმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გვარდიოლა „იუვენტუსს“ შეუთანხმდა და 4-წლიან კონტრაქტს 4 ივნისს გააფორმებდა, ხოლო 14 ივნისს წარადგენდნენ.

პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან ავარჯიშებს და კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის მეორე ფრანგი მეტოქე დაამარცხა (ვიდეო)