კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ბარსელონას” ფეხბურთელები გრიზმანის წინააღმდეგ არიან

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა კატალონიის „ბარსელონაში“ არ გადავიდეს. Sport-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები ფრანგის წინააღმდეგნი არიან.

რატომ განუდგნენ „ბარსას“ მოთამაშეები 28 წლის ფრანგს, უცნობია, თუმცა ვარაუდობენ ეს ყველაფერი ერთი წლის წინანდელ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი თავად განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოდან“ წასვლა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

 

გაგამარუს მეხუთე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე (ვიდეო)