კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ატლეტიკო” “ესპანიოლთან” განადგურდა (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში უმოტივაციო ვითარებაში მყოფი მადრიდის „ატლეტიკო“ ბარსელონაში, „ესპანიოლს“ ესტუმრა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

საერთოდ ამ შეხვედრას არცერთი გუნდისთვის არ ჰქონდა სატურნირო მოტივაცია და მოიგო იმან, რომელმაც უფრო მეტად მოისურვა გამარჯვება. და, ეს გუნდი „ესპანიოლი“ იყო, რომელმაც ბორხა იგლესიასის დუბლითა და დიეგო გოდინის ავტოგოლით „როხიბლანკოსთან“ ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

„ატლეტიკო“ 74 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ესპანიოლი“ 47 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

„ესპანიოლი“ – „ატლეტიკო“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 გოდინი (45, ა.გ), 2:0 იგლესიასი (52), 3:0 იგლესიასია (89)

ხარაიშვილის გოლი და საგოლე პასი