კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ატლეტიკომ” “ვალიადოლიდს” ავტოგოლით აჯობა

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარშით დაამარცხა.

დიეგო სიმეონეს გუნდს ტრადიციულად ფეერიული ფეხბურთი არ უთამაშია და ჩვეულ სტილში მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ხოაკინ ფერნანდესი გახდა, რომელმაც საკუთარი კარის აღება მოახერხა.

„ატლეტიკოს“ ჩემპიონობის შანსი თითქმის აღარ აქვს, რადგან „ბარსელონას“ დარჩენილ მატჩებში სამი ქულაც გააჩემპიონებს. კატალონელები დღეს, „ლევანტეს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს დაასრულებენ.

„ატლეტიკო“ – „ვალიადოლიდი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ფერნანდესი (ს.კ)

“შალკემ” მტერი არ გაახარა