Logo
0

17 ოქტომბერს 30-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყება

  17 ოქტომბერს საქართველოს 30-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყება. 1991 წლიდან ტარდება საქართველოს ეროვნული პირველობა. 2007 წლიდან საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას სუპერლიგა დაერქვა. მიმდინარე სეზონი ტრადიციულად "დუდუ დადიანის" მემორიალით გაიხსნა, რომელიც 5-10 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მომავალი სუპერლიგის 9 გუნდმა მიიღო. სუპერლიგის ახალ გათამაშებაში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს: "ბათუმი", "დინამო", "რუსთავი", "ქუთაისი-2010", "კაკტუსი", "ცხუმ-აფხაზეთი", "თსუ", "ოლიმპი", "ტიტები", "ვერა" და "მეგა". ეს უკანასკნელი სუპერლიგის დებიუტანტია, რომელმაც გასულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული და ა ლიგაში დაქვეითებული "მგზავრები" ჩაანაცვლა. 2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი-ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას 1/4-ფინალიდან გააგრძელებს. რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ბოლო ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს, ხოლო ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე გასული ა ლიგის ვიცე-ჩემპიონთან ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო რაუნდს გამართავს. სუპერლიგის თამაშები ჩატარდება მაყურებლების გარეშე.  

17 ოქტომბერი:

"დინამო" - "თსუ" / 18:00 საათზე

18 ოქტომბერი:

"ვერა" - "ბათუმი"/ 12:00 საათზე

"ოლიმპი" - "მეგა" / 15:00 საათზე

"ტიტები" - "კაკტუსი"/ 18:00 საათზე

ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე განხორციელდება.        
წყარო - gbf.ge
 

ზურაბ ამონაშვილი: “ევროპის ჩემპიონები გავხდით – შეცდომებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ”

Standings

England, Premier League