Categories

Additional

Website Language

Active date

გია გრიგალავა შესაძლოა “ხიმკიში” გადავიდეს – გუნდი დღეს თურქეთში გაემგზავრა

გია გრიგალავა ხიმკიში ითამაშებს?

 

დღეს საფეხბურთო კლუბი “ხიმკი” თურქეთში რუსული პრემიერ-ლიგის მეორე ნაწილისთვის მოსამზადებლად გაემგზავრა.

აღსანიშნავია, რომ “ხიმკის” 23 ფეხბურთელთან ერთად საწვრთნელ შეკრებას გაივლიან: მეკარე ევგენი სტავერი, ნახევარმცველი ნიკოლას ლოურენსი და მცველი კირილ ბოლშაკოვი, რომლის უფლებებიც “წითელ-შავებს” ეკუთვნის. ასევე “ხიმკისთან” ერთად სინჯებზე იმყოფება ქართველი მცველი გია გრიგალავაც, რომელიც გუნდთან ერთად თურქეთში ივარჯიშებს.

ქართველი მცველი შესაძლოა “ხიმკის” რიგებში ჩაირიცხოს.

შეგახსენებთ, რომ გრიგალავას ბოლო კლუბი ტულის “არსენალი” იყო. რუსეთის პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ქართველმა 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 5 ყვითელი ბარათი მიიღო და ერთხელაც გააძევეს.

 

 

 

წყარო – fckhimki.com

 

ნონა გაფრინდაშვილს ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადაეცა